14:28 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 21:17:48, 1584 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-მ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

მერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის $425 მილიონი დოლარის ღირებულების მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც უშუალოდ $125 მილიონი დოლარი გამოიყოფა დამატებითი შეიარაღების გადასაცემად, მათ შორის  უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებს.

ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს ( AIM-120 AMRAAM/ AIM-9 ) NASAMS-ს საჰაერო თავდაცვის სისტემათათვის. GMLRS-ის რაკეტებს M142 Himars-ის სარაკეტო სისტემათათვის. FGM-148 JAVELIN-ისა და AT-4-ის ტიპის  ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას. 3 მილიონზე მეტი ვაზნა და ყუმბარა ცეცხლსასროლი იარაღებისა და მათი ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნებისთვის.  ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა. CLAYMORE-ის ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, 12 სამხედრო-სატვირთო მანქანა

 $300 მილიონი დოლარი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გასაძლიიერებლად გამოიყოფა- დიდი ალბათობით, აღნიშნული თანხა მოხმარდება უკრაინის საბჭოთა BUK M1-ისა და STRELA-10/OSA-AKM-ების ინტეგრაციას ამერიკულ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებთან- Rim-7 Sea Sparoow-ებთან და AIM-9M Sidewinder-ებთან.

ამასთან, უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა FOX NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო დახმარების ფარგლებში მიწოდებული შეიარაღების „გაფლანგვის“ , მოპარვისა და მათი შავ ბაზარზე გაყიდვის მცდელობები არ დაფიქსირებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics