|
2023-11-01 13:21:59, 761 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი ბერაიას - კაცი არ ხარ? ნუ აჯანჯლებ, ბიჭო, გადადექი!
კაცი არ ხარ? ნუ აჯანჯლებ, ბიჭო, გადადექი!- ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატს, ირაკლი ბერაიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ელისაშვილის თქმით, ისინი "ჯერ კაცები არიან და შემდეგ დეპუტატები". „კაცი არ ხარ? ეს სიტყვები რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან?! ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი, ბიჭო!“,- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას. აღნიშნული მიმართვის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ელისაშვილს ჯერ დამშვიდებისკენ მოუწოდა, შემდეგ დარბაზი დაატოვებინა. "დატოვეთ დარბაზი, ემოციებს თუ ვერ იოკებთ. ნერვები დაიოკეთ. „ბიჭოთი“ ლაპარაკი პარლამენტში გთხოვთ არ იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანა წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)