17:33 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 22:21:14, 731 ნახვა

მსოფლიო
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იგნორირება არ შეიძლება“ - გუტერეში კვლავ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღაზას სექტორში კონფლიქტის გააქტიურების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის, რადგან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შესაძლებელი გახდეს.

გუტერეშის თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ადგენს მკაფიო წესებს, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება.

„ეს მოიცავს ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციების გაფართოებას, რასაც თან ახლავს ინტენსიური საჰაერო დარტყმები და ისრაელის მხრიდან სარაკეტო შეტევების გააქტიურება ღაზის სექტორის მიმართულებით.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ადგენს მკაფიო წესებს, რომელთა იგნორირება არ შეიძლება. ეს არ არის a la carte-ს მენიუ და არ შეიძლება, რომ შერჩევით იქნას გამოყენებული“, - განაცხადა გუტერეშმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics