|
2023-10-31 12:29:17, 685 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - „ვივამედიდან“ ვისმენთ სააკაშვილის დადგმულ შოუს და ხალხიც ერთობა
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებზეა ბრალდებული და მისი განცხადებები "იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ეს ადამიანი ბოლო პერიოდის განმავლობაში კლინიკიდან დგამს". როგორც კალაძემ სააკაშვილის მიერ მომავალ არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადება მისთვის საინტერესო არაა. „სასაცილოა უბრალოდ. სააკაშვილი ჩვეულებრივი ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე. ასევე, არის პროკურატურის მხრიდან გაცხადებული, რომ გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გულწრფელად ვიტყვი, პირადად ჩემთვის საინტერესო არაა სააკაშვილის განცხადება. ეს უბრალოდ იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ეს ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებდა. ჯერ იყო და დღეში ათჯერ კვდებოდა, შემდეგ სუსტდებოდა და თუ რამე დაავადება არსებობს, ყველაფერი სჭირდა. შემდეგ უცებ აღდგა და ერთ დღეში განიკურნა. არ ვიცი, საოცრებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, "საზოგადოების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმული შოუს სერიოზულად აღქმა შეუძლებელია". „ყველა ხვდება არსებულ რეალობას და საზოგადოება ამით ერთობა. არსებობს შოუ „პრაიმ ჰაუსი“ - იგივეა ესეც, სააკაშვილის მონაწილეობით. ოღონდ არ ვიცი, რა ჰქვია. კლინიკა „ვივამედიდან“ ვისმენთ და ხალხიც ერთობა. რამდენად სერიოზულად უნდა აღიქვას ეს ადამიანმა, ვერ წარმომიდგენია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)