19:52 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 10:12:39, 733 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი ირანს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ირანი, არ შეეხოს ამერიკელ პერსონალს ახლო აღმოსავლეთში. როგორც Reuters-ი იტყობინება, ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, ბაიდენმა თეირანს გაფრთხილება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი გაგზავნილი პირდაპირი შეტყობინების მეშვეობით გადასცა.

„პირდაპირი მესიჯი იყო გადაცემული“,- თქვა კირბიმ პრესკონფერენციაზე და მეტი დეტალის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელზე სახმელეთო და საჰაერო იერიში წამოიწყო, სირიასა და ერაყში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმები განხორციელდა. რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს მათ შორის ალ-ტანფზე, ალ-ომარსა და ალ-შადადზე. 

საერთო ჯამში, Reuters-ის ინფორმაციით, ერაყში ამერიკულ ბაზებს 12-ჯერ, ხოლო სირიაში 4-ჯერ დაესხნენ თავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics