19:54 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 23:47:45, 790 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - შეცდომა იქნება, თუ ისრაელი ღაზაში მასიურ სახმელეთო ინტერვენციას განახორციელებს

შეცდომა იქნება, თუ ისრაელი ღაზაში მასიურ სახმელეთო ინტერვენციას განახორციელებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის თქმით, სახმელეთო ინტერვენცია არ დაიცავს ისრაელს გრძელვადიან პერსპექტივაში და ის შეუთავსებელია ომის კანონებთან.

„საფრანგეთი აღიარებს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი ქვეყანა და ხალხი, მაგრამ აღიარებს ამას მშვიდობიანი მოსახლეობის პატივისცემის ფარგლებში. მაშასადამე, სახმელეთო შეჭრა, თუ ის მიმართულია ტერორისტულ ჯგუფებზე, რომლებიც მთლიანად იდენტიფიცირებულია, მათი არჩევანია, მაგრამ ისინი თუ გულისხმობენ მასიურ სახმელეთო შეჭრას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, მაშინ, ვფიქრობ, ეს იქნება შეცდომა და ეს იქნება ისრაელის შეცდომა. ეს არ დაიცავს ისრაელს გრძელვადიან პერსპექტივაში და ის შეუთავსებელია მშვიდობიანი მოსახლეობის პატივისცემასთან, ჰუმანიტარულ საერთაშორისო სამართალთან და ომის კანონებთან“, – აცხადებს მაკრონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics