|
2023-10-23 09:31:43, 919 ნახვა
რეგიონი
კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა 2023“ აღინიშნა
კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა 2023“ აღინიშნა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, „კასპობა 2023“ - ის ფარგლებში, დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული სანახაობები იმართებოდა. "ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ადმინისტრაციული ერთეულის კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეთა მიერ გამოფენილი პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და სხვა. როგორც ყოველთვის, მოწყობილი იყო საბავშვო გასართობი სივრცე. დღესასწაული მიულოცეს გორის და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ. საზეიმო კონცერტში ადგილობრივი თვითმოქმედი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. საღამოს მაყურებლის წინაშე წარდგა ჯგუფი ჯგუფი ,LOUDspeakers. ღონისძიება ფოერვერკით დასრულდა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)