00:05 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 23:51:25, 874 ნახვა

მსოფლიო
რიში სუნაკი პალესტინის პრეზიდენტს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სუნაკის ოფისში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრმა გამოხატა „ღრმა მწუხარება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაკარგვის გამო“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ლიდერმა „დაგმო „ჰამასის“ ტერორიზმი და ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს“.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვის მინიმუმამდე დასაყვანად“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics