|
2023-10-19 13:47:00, 712 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ყველა, ვინც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს გააპროტესტებს, აღიარებს, რომ რევოლუცია სურს
ვინც გააპროტესტა ან გააპროტესტებს ამ კანონპროექტს, რომელიც უკავშირდება შეკრებებისა და მანიფესტაციების მოწესრიგებას, ყველა არის რევოლუციური სცენარის მხარდამჭერი, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას. კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილს ისედაც ჰქონდა გაცხადებული, რომ რევოლუციის მხარდამჭერია". „სალომე ზურაბიშვილს ისედაც ჰქონდა გაცხადებული, რომ არის რევოლუციის მხარდამჭერი. ყველა სხვა, ვინც გააპროტესტებს ამ კანონს პირდაპირ აღიარებს იმას, რომ მათ სურთ რევოლუცია ამ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს სიმშვიდე. ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას გვსურს სიმშვიდე და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და ეს კანონპროექტი ზუსტად ამ მიზანს უკავშირდება“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)