|
2023-10-18 14:45:10, 687 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილს - „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია
ქალბატონო სალომე, შემიძლია მოგილოცოთ, „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს. მდინარაძე გამოეხმაურა პრეზიდენტს, რომელმაც მმართველი გუნდის წევრებს უთხრა: "თურმე გეწყინათ, როცა „პატარა კაცებად“ მოგიხსენიეთ - დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები". „რას ეტყვითო თქვენს შვილებს, თქვენს რიტორიკულ თუ არარიტორიკულ კითხვაზე პასუხს გაგცემთ - მე პირადად ვეტყვი, როგორც მწამდა და მჯეროდა, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს, ეს ასე იქნება სულ და ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. არავის დავალებას არ მიიღებს, ამას ვეტყვით ჩვენ შვილებს და მინდა, ეს პირადად თქვენ კარგად იცოდეთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)