|
2023-10-17 14:33:01, 549 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - მსოფლიოში არის ახალი ესკალაციის საფრთხე და ჩვენ, როგორც ოკუპირებულმა ქვეყანამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას მშვიდობა შევუნარჩუნოთ
მინდა მოვიყვანო ციტატა: „წუხილის მიუხედავად, ჩვენ ყველას შეგვიძლია მადლიერი ვიყოთ ყოველ დილით და ყოველ ღამე, რომ შეგვიძლია ვიცხოვროთ აქ, ჩვენს ოჯახებთან მშვიდად და უსაფრთხოდ - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - ეს არის განცხადება, რომელიც სამი დღის წინ გააკეთა ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოს და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი და გავლენიანი სახელმწიფოს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ანალენა ბერბოკის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთების ფონზეც კი, "საქართველოში ისმის ქილიკი მშვიდობასთან დაკავშირებით". როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ამ თემაზე არასერიოზულად საუბარი ოპოზიციის "სამარცხვინო პოლიტიკაზე" მიუთითებს, რომელიც "საქართველოს უსაფრთხოების საფუძვლის დაზიანებას ისახავს მიზნად". „ჩვენ აქ ბოლო წელიწად-ნახევარია ვისმენთ ქილიკს იმასთან დაკავშირებით, მშვიდობა არის მნიშვნელოვანი თუ არ არის მნიშვნელოვანი, ომი გვინდა თუ არ გვინდა და გვირჩევნია რომ ბომბები გვაცვიოდეს, მაგრამ სულიერად ამაყები ვიყოთ. ეს არის სწორედ ის ორმაგი სტანდარტები და სამარცხვინო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ იმისათვის, რომ ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარს - ეს მონაპოვარი არის მშვიდობა, რომელიც ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის, ბევრ შემთხვევაში აწონ-დაწონილი პოლიტიკური ნაბიჯების ფასად გვიჯდება და ამისათვის საფრთხის შექმნა არის არა „ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანება, არამედ სახელმწიფოს და მისი უსაფრთხოების საფუძვლების დაზიანება. ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, შეწყვიტონ ამ თემაზე ქილიკი, შეწყვიტონ ამ თემის „გაბაიბურება“, იმიტომ რომ ყველა პროცესი, რომელიც ჩვენი რეგიონის ირგვლივ, ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს, აჩვენებს, რომ მსოფლიოში არის დაპირისპირების ძალიან სერიოზული, ახალი ესკალაციის საფრთხე და ამ მოცემულობაში ჩვენ , როგორც ოკუპირებულმა ქვეყანამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას შევუნარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა“, - აღნიშნა სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)