|
2023-10-16 18:59:47, 743 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის წარმომადგენლები - სასამართლომ კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები ერთი-ერთში გაიზიარა
არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით... სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი საგანგებო ბრიფინგზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ. მაია კოპალეიშვილის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და აღნიშნავენ, რომ სასამართლოს არ ჰქონდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაედგინა. "საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ, კონსტიტუციის დარღვევა კონკრეტულ სადავო გარემოებებთან დაკავშირებით და კონსტიტუციის 52 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიმართებით. ბუნებრივია ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას, დროის სიმცირიდან გამომდინარე დასკვნის დეტალური წაკითხვა ვერ მოხერხდა, თუმცა გადავხედე ძირითად დასაბუთებას და დასკვნა არის ტენდენციური და პირდაპირ თქვა, რომ სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად ყველა საკითხში, 52 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტში. საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში, მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, მაგრამ თქვენ თუ გადახედავთ ამ დასაბუთებას დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო ძირითად არგუმენტებს აკეთებს იმ ხედვაზე და იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი და პარლამენტმა არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა კოპალეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)