16:04 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 16:25:03, 628 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მელია უთავმოყვარეო კაცია - უნდათ გარიცხონ, უნდათ გააგდონ, უნდათ საკუთარი ნებით დაატოვებინონ პარტია

მელია არის უთავმოყვარეო კაცი. ამდენი ხანი, ფაქტობრივად, ის აღარ არის „ნაცმოძრაობის“  წევრი და ჯიუტად არ ტოვებს პარტიას, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვას აპირებს. 

როგორც კობახიძემ განაცხადა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმეა. 

"მელია არის უთავმოყვარეო კაცი. ამდენი ხანი, ფაქტობრივად ის აღარ არის „ნაცმოძრაობის“  წევრი და ჯიუტად არ ტოვებს პარტიას. ხაბეიშვილი რომ მოგიგებს არჩევნებს და მაინც არ გადიხარ იმ პარტიიდან, რა თავმოყვარეობაზეა საუბარი, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ. რა თქმა უნდა, მელია არავითარი ფაქტორი არ არის, არც პლუსი, არც მინუსი, არაფერი რამე განსაკუთრებული ცვლილების შეტანა ამ ყველაფერს არ შეუძლია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. შესაბამისად, ეს არის მათი შიდა საქმე, უნდათ გარიცხონ, უნდათ გააგდონ, უნდათ საკუთარი ნებით დაატოვებინონ პარტია. 

ეს პროცესი კარგია. ამ შიდა დაპირისპირებებით ჩამოსცდნენ უკვე 20 პროცენტს და იმედია, 10 პროცენტსაც ჩამოსცდებიან, ასე მიუახლოვდებიან საპარლამენტო არჩევნებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics