17:02 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 09:28:46, 735 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი - ოპოზიციის ნარატივი, რომ ორბანი პუტინისტია, უნგრეთი კი პრორუსული სახელმწიფო, გაუგებარია

ის ნარატივი, რომელსაც ოპონენტები ამკვიდრებენ, აბსოლუტურად ყალბი, გაუგებარი და ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე, ორბანი პუტინისტია, უნგრეთი პრორუსული სახელმწიფოა,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა "იმედის კვირას" ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

„ის ნარატივი, რომელსაც ოპონენტები ამკვიდრებენ, აბსოლუტურად ყალბი, გაუგებარი და ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე, ორბანი პუტინისტია, უნგრეთი პრორუსული სახელმწიფოა, რუსეთის კოლონიაა. ადამიანი ჩამობრძანდა ჩვენთან, საქართველოში და გვითხრა, რომ მე მსურს, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირში; მე მსურს, რომ თქვენ იყოთ ნატოში, უნგრეთისა და სხვა სახელმწიფოების გვერდით. ოპოზიციის განცხადებები ხომ აბსურდის თეატრია“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია.

ვიქტორ ორბანი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც უნგრულმა და ქართულმა მხარეებმა ხელი მემორანდუმებს მოაწერეს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics