|
2023-10-12 21:36:25, 817 ნახვა
პოლიტიკა
დანიგანი - მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის უფრო მეტად გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად დგანან და "ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის". "მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის უფრო მეტად გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს სურს ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან და დასავლეთთან. პრეზიდენტ ბაიდენთან, მდივან ბლინკენთან ერთად მეც მხარს ვუჭერ ამ გზას. მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინდა, გავიმეორო ჩემი პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივან ბლინკენის სამძიმარი ისრაელის ხალხის მიმართ. აშშ და საქართველო ერთად დგანან და ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით და მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის", - განაცხადა რობინ დანიგანმა.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)