08:44 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 12:09:50, 787 ნახვა

მსოფლიო
გაერო - ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 180 000-ს აღწევს

"ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელის საპასუხო იერიშების შემდეგ, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 180 000-ს აღწევს. აღნიშნულ მონაცემებს გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სამსახური აქვეყნებს. 

გაეროს ცნობით, დაახლოებით, 137 500 ადამიანი სკოლებში მოწყობილ თავშესაფრებში იმყოფება.

"გასული 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა და 180 000 ადამიანს მიაღწია. მოსალოდნელია ამ რიცხვის ზრდა",- აცხადებენ გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სამსახურში.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ისრაელის საპასუხო შეტევას ღაზას სექტორში 560 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics