|
2023-10-06 23:46:32, 903 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთი რუსულ ბაზაზე - ვგმობთ, შესაძლოა, რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მათი თქმით, ისინი გმობენ გავრცელებულ განცხადებას და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. "ესტონეთი გმობს გავრცელებულ განცხადებას რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის განზრახვაზე ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის 2008 წლის 6-სპუნქტიანი გეგმის მძიმე დარღვევა და შესაძლოა, რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "შეშფოთებას გამოთქვამენ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ".
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)