|
2023-10-06 13:55:33, 717 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ჰერჩინსკიზე - ელჩს ვერ ექნება რესურსი, პრეზიდენტს ხელი ააღებინოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე - ეს ჩვენი გასაკეთებელია
თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს იმის რესურსი, მან ააღებინოს ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით ავაღებინოთ ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას. კობახიძის თქმით, სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოები. "მე მახსოვს, თავის დროზე კარლ ჰარცელის განცხადება მელიას დაჭერასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, საჯაროდაც და მეც მქონდა მასთან საუბარი, რომ მელიას დაჭერა ხელს არ შეუწყობდა რაღაც პროცესების სწორად განვითარებას. მაშინ მე ვუთხარი მარტივი რამ, მაშინ გადაახდევინეთ მელიას გირაო. ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა, ხომ ვერ ჩავერეოდით სასამართლოს საქმიანობაში. ძალიან მარტივი იყო მისთვის მელიას დარწმუნება იმაში, რომ გადაეხადა გირაო, რაზეც მითხრა, რომ ის არ გეგმავდა ამის გაკეთებას, მელიას დარწმუნებას, გადაეხადა გირაო. შემდეგ გახსოვთ თქვენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში იყო სწორი, მელიას დაჭერა იყო სწორი და ლეგიტიმური, დარჩა ისტორიას კარლ ჰარცელის არასწორი განცხადება და ისტორიას დარჩა ასევე სტრასბურგის სამართლებრივი შეფასება, რომ ხელისუფლების თითოეული მოქმედება ეფუძნებოდა სამართლის უზენაესობის პრინციპს და სამართლის განუყრელ დაცვას. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროკავშირის მოქმედ ელჩს ყველაფრის გამო, თუმცა, მინდა, აქ ერთი რამ აღვნიშნო. მას თუ აქვს რესურსი, მაშინ ააღებინოს ხელი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე. მგონია, რომ მას არ აქვს ამის რესურსი. ასეთ პირობებში, ყველამ უნდა გვაცალოს ჩვენ, რომ ჩვენ დავიცვათ სამართლის უზენაესობა. თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს იმის რესურსი, მან ააღებინოს ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით ავაღებინოთ ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, რადგან სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოები“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ "საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი უდროოა და ნამდვილად ვერ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას".
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)