|
2023-10-04 12:48:36, 603 ნახვა
საზოგადოება
ფემიციდის ეფექტიანი მონიტორინგის და აღრიცხვის შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
საქართველოს პროკურატურის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women)-ის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) ეფექტიანი მონიტორინგის და აღრიცხვის შესახებ საქართველოს პროკურატურის, სახალხო დამცველის აპარატის და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ფემიციდის მონიტორინგის მეთოდოლოგიების პრეზენტაციები წარმოადგინეს და ფემიციდის შემთხვევების სტატისტიკის წარმოების გაეროს 2022 წლის მეთოდოლოგიური ჩარჩო დოკუმენტი განიხილეს. "განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფემიციდის დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურის და სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის მეთოდოლოგიების დაახლოებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკის წარმოების საკითხს. ასევე, ფემიციდის შემთხვევების პრევენციის მიზნით ერთიანი, სრულყოფილი და სეგრეგირებული მონაცემების აღრიცხვის და ფემიციდის მონიტორინგის მიმართულებით, დაიგეგმა უწყებების კოორდინირებული სამომავლო საქმიანობა. აღნიშნული სამუშაო შეხვედრა საქართველოს პროკურატურის ფემიციდიის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის პრევენცია. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის განმავლობაში, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს უწევს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის სისხლის სამართლის საქმეებს, სწავლობს ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივ და კრიმინოლოგიურ ასპექტებს. დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიშები 2014-2022 წლებში ფემიციდის დანაშაულების მონიტორინგის შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენებზე ხელმისაწვდომია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე",- ნათქვამია ინფორმაციაში.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)