|
2023-10-03 11:12:23, 785 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ე.წ. დირსის დასახლებაში სხვადასხვა მესაკუთრისგან დაიქირავეს ბინები, აღნიშნული ქონება საკუთრებად გაასაღეს და დაზარალებულებს მიგირავებას ჰპირდებოდნენ, ამ მიზნით მოტყუებით ართმევდნენ თანხებს და ეუბნებოდნენ, რომ აღნიშნული ბინები იპოთეკით უკვე ჰქონდათ დატვირთული, რისი მოხსნის შემდგომაც, თითქოსდა მათთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს გააფორმებდნენ. "აღნიშნული ქმედებით ბრალდებულები ოთხი დაზარალებულის კუთვნილ 123 540 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)