|
2023-09-28 16:42:33, 760 ნახვა
პოლიტიკა
სტეფანჩუკი - ომი არ დაწყებულა 24 თებერვალს - გავიხსენოთ მოლდოვა, საქართველო, ამ ომების მიზანია, კრემლმა ყოფილი იმპერია აღადგინოს
ომი არ დაწყებულა გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციით, ის არც 2014 წელს დაწყებულა, გავიხსენოთ მოლდოვა, საქართველო, გავაანალიზოთ ყველა არასტაბილურობა, პროვოკაცია იმ ქვეყნებში, რომლებაც მოსკოვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, - ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც მონაწილეობს. სტეფანჩუკის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ყველა ომის მიზანია, რომ ნებისმიერ ფასად ყოფილი იმპერია აღადგინოს. „[ომი] არ დაწყებულა გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციით, ის არც 2014 წელს დაწყებულა, როდესაც უკრაინის ყირიმის და დონბასის ოკუპაცია მოხდა. მოდი, გავიხსენოთ მოლდოვა, საქართველო. მოდი, გავაანალიზოთ ყველა არასტაბილურობა, კონფრონტაცია, პროვოკაცია იმ ქვეყნებში, რომლებაც მოსკოვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. მოდი, განვიხილოთ თითქმის 10-წლიანი ომი უკრაინაში. ყველა ეს ომი, მთელი ეს ბოროტება ერთი ბუნებისაა და მათი ინიციატორები მისდევენ ერთ მიზანს – ეს არის კრემლის რეჟიმის პათოლოგიური სურვილი, ნებისმიერ ფასად აღადგინოს ყოფილი იმპერია“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)