13:39 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 16:08:51, 849 ნახვა

მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა [ვიდეო]

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში NATO-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მედიის ცნობითვე, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტემბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსული ძალების წინააღმდეგ მიმდინარე კონტრშეტევის ფარგლებში, ეტაპობრივად იკავებენ ტერიტორიებს.

"უკრაინის ჯარები სასტიკად იბრძვიან, მაგრამ თანდათან წინ მიიწევენ. ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინული ჯარები აბრუნებენ, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს. მოსკოვი იმპერიალისტური ილუზიებისთვის იბრძვის",- განაცხადა სტოლტემბერგმა.

ცნობისთვის, დღეს კიევში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ და დიდი ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსიც ჩავიდნენ. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics