13:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 10:21:32, 890 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა [ვიდეო]

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი გრანტ შაპსი კიევში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს ომის დროს უკრაინის ფინანსური, თავდაცვითი და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის.

"მთელი ერის სახელით მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ. მადლობელი ვართ თქვენი დახმარებისთვის - სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული. ჩვენ ვაფასებთ, რომ შეგვიძლია, თქვენი იმედი ვიქონიოთ",- განაცხადა ზელენსკიმ.

ადმინისტრაციის ცნობითვე, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს.

"ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო გაერთიანებულ სამეფოსთან თავდაცვის სექტორში თანამშრომლობის დონე, რაც უკრაინის არმიას საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვნად გააფართოოს თავისი შესაძლებლობები ბრძოლის ველზე, კერძოდ, შორი დისტანციური იარაღის საშუალებით.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ასევე შეაქო ვილნიუსში, ნატოს სამიტზე შვიდი ჯგუფის მიერ უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაციის მიღება და გაერთიანებულ სამეფოსთან მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ორმხრივი შეთანხმების შესახებ",- აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics