|
2023-09-26 18:37:59, 704 ნახვა
პოლიტიკა
რინკევიჩი - EU-ის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს
კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას სრულად უნდა შეუერთდეს, მათ შორის ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. "საქართველოს საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მიმართ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენონ, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ სტატუსი", - განაცხადა რინკევიჩმა. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს დღეს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)