|
2023-09-26 13:14:52, 681 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - როდესაც პრეზიდენტი გადააბიჯებს კონსტიტუციას, მისი ქმედებების შედეგი ქართველი ხალხის სასარგებლო არ იქნება
როდესაც პრეზიდენტი გადააბიჯებს კონსტიტუციას, ამის შემდეგ მისი ქმედებების შედეგიც და შინაარსიც ქართველი ხალხის სასარგებლო არ იქნება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ საქართველო არ არის სახელმწიფო და არ მოქმედებს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე. "საერთო ჯამში, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, არ ვმოქმედებთ კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე. ეს არის საქართველოს მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება და ნიშანი პარტნიორების მიმართ, რომ ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანია არა კონსტიტუცია და კანონი, არამედ ცალკეული ადამიანის ნება-სურვილი და ადამიანი თუ ჩათვლის, რომ მას აქვს რაღაც უფრო ზემიზნები, ვიდრე ეს არის კონსტიტუცია, მას შეუძლია, თავისუფლად დაარღვიოს კონსტიტუცია და ამით საჯაროდ თავი მოიწონოს. როცა ამ მესიჯით ჩადის პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში, რას იფიქრებს ის ქვეყანა - რა ვართ ჩვენ, რა წეს-წყობილება გვაქვს, ასეთ ქვეყანას რა უნდა ევროკავშირში კი არა, საერთოდ რამე კავშირში? თავის არსშივე იმდენად არასწორია პრეზიდენტის ქმედება, უკვე რას საუბრობს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობაც აღარ აქვს. როდესაც პრეზიდენტი გადააბიჯებს კონსტიტუციას, ამის შემდეგ მისი ქმედებების შედეგიც და შინაარსიც ქართველი ხალხის სასარგებლო არ იქნება",- განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)