|
2023-09-22 21:40:21, 762 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ის წევრსა და საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ
ენმ-ის წევრსა და საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ. ეძგვერაძე შემთხვევას 22 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” გლდანის მააჟორიტარ დეპუტატთან, კოტე ზარნაძესთან დაპირისპირებას უკავშირებს. "რაც მოხდა ყველამ ნახეთ, მთელმა საქართველომ ნახა რაც მოხდა. ეს კონკრეტული პიროვნება ზარნაძე არის დაახლოებული ამ ზონდერ ჯგუფებთან, ქართული ოცნების აქტივისტებთან, მხარდამჭერებთან. სახელი და გვარები შემიძლია დავადასტურო, ამოვიცნო. მოულოდნელად დაგვესხა თავს 20 პიროვნება მეტი, ალბათ, მანქანებით შემოვარდნენ, დალეწეს. 112-ის კამერებიც აყენია აქ. იმედია, ამოიღებენ, ძირს დაგვაგდეს, თავში მაქვს ნარტყამი. დავალება იყო, რომ განსაკუთრებით მე მომქცეონდნენ ასე. მეძახნდნენ, ხომ წამოგვაგეო პროვოკაციაზეო და რას გულისხმობდნენ, არ ვიცი. ყვიროდნენ, ზარნაძის გვარსაც ყვიროდნენ", - ამბობს ეძგვერაძე. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)