14:45 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 18:36:09, 1165 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთი სირიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

ჩინეთი სირიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ასადთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სი ძინპინის თქმით, პარტნიორობა ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება.

"სტრატეგიული პარტნიორობა გახდება დიდი მიღწევა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში. არასტაბილურ საერთაშორისო ვითარებაში ჩინეთს სურს სირიასთან მუშაობის გაგრძელება. ჩვენ ერთმანეთს მტკიცედ ვუჭერთ მხარს. გვსურს მეგობრული თანამშრომლობა და საერთაშორისო სამართლიანობის ერთობლივად დაცვა", - განაცხადა სი ძინპინმა. 

ცნობისთვის, ჩინეთი უკვე მრავალი წელია, რაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს სირიაში მხარს უჭერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics