|
2023-09-22 15:01:17, 743 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე გამოიკითხა
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოიკითხა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ინტერვიუს დასრულების შემდეგ განუცხადა. მდინარაძის თქმით, სუს-ში ფარცხალაძე გამოძიების დაწყების დღესვე დაიბარეს. "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყოფილი მთავარი პროკურორის გამოკითხვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურეს. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. 15 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახდეპის განცხადების ირგვლივ საკითხის შესწავლა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)