|
2023-09-22 09:21:09, 696 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ
საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს, 22 სექტემბერს, უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ამის შესახებ განცხადებას საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ. "მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ საპარლამენტო ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა",- ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს, 22 სექტემბერს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენა უნდა გაიმართოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)