|
2023-09-21 14:56:28, 722 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე - საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ვეღარ ატყუებენ
საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ვეღარ ატყუებენ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გუშინ გამართულ აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ოპონენტებმა ქუჩაში 200 ადამიანზე მეტი ვერ გამოიყვანეს. "რაც შეეხება აქციებს, გუშინ რამდენი ტყუილი უთხრეს საზოგადოებას, მთელი დღე ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ დეპოზიტები გაეყინებოდათ, რაღაც ბარათით ვეღარ გადაიხდიდნენ. ათასი სისულელე უთხრეს საზოგადოებას და 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანეს ქუჩაში ამდენი ტყუილის ფონზე. მათ ხომ შეუძლიათ, რომ საკუთარი მხარდამჭერები მაინც მოატყონ? - საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ვეღარ ატყუებენ. ამდენი ტყუილი თქვეს, თან მძიმე შიშები უნდა შეექმნათ ხომ. საზოგადოება ძალიან გამოცდილია უკვე და მათ შორის, ასეთ ტყუილებსაც აღარ იღებს და ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. შესაბამისად, ჩავარდა, რა თქმა უნდა ეს აქცია მორიგ ჯერზე",- თქვა კობახიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 20 სექტემბერს ოპოზიციამ, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, აქციები იუსტიციის სახლსა და პარლამენტთან გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)