04:52 - 26 Jul, 2026
|
2023-09-20 14:21:38, 680 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა წულუკიანის გამოსვლისას ტრიბუნასთან საპროტესტო პლაკატი გაშალეს [ვიდეო]
პარლამენტში კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლის დროს ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა, თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ ტრიბუნასთან ბანერი, წარწერით - Русский военный корабль, иди на х.. გაშალეს. ბანერი "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჩამოგლიჯა, წულუკიანმა კი, დეპუტატებს ასე მიმართა: „მოგესალმებით ქალბატონებო. გაშალეთ პლაკატი, მე გავაგრძელებ. მთავარია, არ დაიღალოთ“. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერებს დარბაზიდან გასვლისკენ მოუწოდა. დეპუტატებს დარბაზი მანდატურების სამსახურის წარმომადგენლებმა დაატოვებინეს. აღნიშნულის შემდეგ პაპუაშვილმა სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)