18:22 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 16:27:50, 943 ნახვა

მსოფლიო
კიმ ჩენ ინი - რუსეთში შესვლის პირველივე წუთიდან საბრძოლო სული ვიგრძენი - იმედია, ერთად ვიქნებით იმპერიალიზმთან ბრძოლაში

რუსული არმია და რუსი ხალხი ბოროტების დასასჯელად წმინდა ბრძოლაში დიდ გამარჯვებას მოიპოვებს,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში ვიზიტით მყოფმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა.

კიმ ჩენ ინის თქმით, რუსეთი "თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად იბრძვის".

"რუსეთის მიწაზე შესვლის პირველივე წუთიდან ვიგრძენი საბრძოლო სული... იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით იმპერიალიზმთან ბრძოლაში",- თქვა კიმ ჩენ ინმა და ხაზი გაუსვა, რომ სურს, განავითაროს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და მხარს უჭერს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყველა გადაწყვეტილებას. 

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეისთვის „პირველი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობაა“.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. ლიდერების შეხვედრა და მოლაპარაკებები ამურის რეგიონში, კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" გაიმართა. კიმ ჩენ ინი რუსეთში გუშინ, 12 სექტემბერს ჩავიდა. მისმა  შეჯავშნულმა მატარებელმა ფედერაციის საზღვარი სამშაბათს დილით გადაკვეთა.

აღნიშნულის პარალელურად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მოსკოვს იარაღი არ მიაწოდოს. ბაიდენის ადმინისტრაციას უკვე უპასუხეს კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ჩრდილოთ კორეასთან დაკავშირებით, მოსკოვს ვაშინგტონის გაფრთხილება არ აინტერესებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics