|
2023-09-13 14:38:54, 827 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას - უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი NATO-ს ქოლგაა
ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? NATO-ს ქოლგა არის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს სწორედ NATO-ს ქოლგა იცავს. "წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ეს ერთი და მეორე, ერთადერთი, რამაც შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების გარანტია მისცეს არსებულ ვითარებაში, არის NATO-ს წევრობა. თქვენ იცით, რომ მაგალითად, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს სწორედ NATO-ს ქოლგა იცავს. რა თქმა უნდა, ზოგადად, არავითარი ბაზა უსაფრთხოების გარანტია არ არის. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? NATO-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი. ამიტომ, არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული",- ამბობს კობახიძე. ცნობისთვის,"მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოსულ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)