18:20 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 11:04:32, 1070 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის განცხადებით, სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - დაზიანებულია 2 გემი

ანექსირებულ სევასტოპოლზე წუხელ თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, თავდასხმის შედეგად 2 გემი დაზიანდა. 

"ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით დაარტყეს სევასტოპოლში ორჯონიკიძის გემების სარემონტო ქარხანას და 3 უეკიპაჟო კატერით შავი ზღვის ფლოტის გემების რაზმს",- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 10 რაკეტიდან 7 ჩამოაგდო და საპატრულო გემმა სამივე საზღვაო დრონი გაანადგურა. 

ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, ქალაქზე თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა.

„ადგილზე მუშაობს ყველა ოპერატიული სამსახური, ქალაქში სამოქალაქო ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა რაზვოჟაევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics