|
2023-09-11 22:31:45, 835 ნახვა
პოლიტიკა
პოდოლიაკი - საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი
საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკმა ასევე ისაუბრა საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ ევროპელი დიპლომატი შეეცადა პოტენციური პარტნიორები სწორ გზაზე დაეყენებინა. „საქართველოს ამ პერიოდებში ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არ ექნება, ევროპული ღირებულებების აბსოლუტური უარყოფის, მაქსიმალური პრორუსული, გენოციდური ტიპის ქცევის გამო - ის ამცირებს საკუთარ ყოფილ პრეზიდენტს, საკუთარ ამჟამინდელ პრეზიდენტს. ზურაბიშვილი დემონსტრატიულად ხდება იმპიჩმენტის შესახებ კანონის სამიზნე და ექვემდებარება ყველაზე ამაზრზენ ქცევას ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)