18:20 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 10:04:21, 922 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ბერბოკის თქმით, კიევს შეუძლია, გერმანიის დახმარების იმედი ჰქონდეს.

"უკრაინა იცავს ყველა ჩვენგანის თავისუფლებას დიდი გამბედაობით და მონდომებით",- განაცხადა ბერბოკმა.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გასატარებლად.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეოთხე ვიზიტია კიევში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics