12:27 - 26 Jul, 2026
|
2023-09-10 10:55:43, 883 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. "ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შექმნილი ვითარება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით დარეგულირდეს. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)