19:34 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-09 12:43:00, 884 ნახვა

მსოფლიო
მედია - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მზადაა, რუსეთთან იარაღის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმოს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მზადაა, რუსეთთან იარაღის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმოს. ამის შესახებ ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times-ი წერს.

Financial Times-ის ცნობით, ამის საპასუხოდ, მოსკოვმა შეიძლება შესთავაზოს ფხენიანს მარცვლეული, ნავთობი და სამხედრო ტექნოლოგიები.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემის შემთხვევაში სამხრეთ კორეისა და იაპონიის წინააღმდეგ არსებული საფრთხე საგრძნობლად გაიზრდება.

„ფხენიანს შეუძლია, მიაწოდოს მოსკოვს საბრძოლო მასალები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და მცირე მანძილის ბალისტიკური რაკეტები - ეს დაეხმარება რუსეთს, უკრაინის კონტრიერიში შეაჩეროს“, - აღნიშნავს გამოცემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics