12:27 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 13:09:10, 828 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - რისკია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და გაზრდის პოლარიზაციას

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, საქართველოს ისტორიულ მომენტში კონსოლიდაცია სჭირდება.

"პრემიერ-მინისტრო, ნება მიბოძეთ დავამატო ერთი რამ, რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის, ყველა ინსტიტუტები უნდა მუშაობდეს ერთად, ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს ამის პოტენციალი, წარმატებულ იყოს ამ პროცესში, თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია, თქვენ გყავთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და გჭირდებათ წარმატებისთვის თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში",- მიმართა ბორელმა ღარიბაშვილს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics