|
2023-09-08 10:13:24, 634 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე გახარიას გადადგომაზე - ეს იყო სახელმწიფოს უსუსურად წარმოჩენის მცდელობა, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა შემთხვევაში აღასრულოს სამართალი
ეს იყო სახელმწიფოს უსუსურად წარმოჩენის მცდელობა, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა შემთხვევაში აღასრულოს სამართალი,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. ბრეგაძის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარი იყო ის მოვლენები, რაც ნიკანორ მელიას „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მხარდამჭერებთან ერთად მოჰყვა, კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა. „ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო მისი განცხადება, რომ, თუკი, თუნდაც, კანონიერი ღონისძიების აღსრულება საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან პოლიტიკურ სტაბილურობას, ის არ უნდა აღსრულდეს. ის სწორედ ამ მოტივით გადადგა. ეს გადაწყვეტილება რომ შევაფასოთ, გამოდის, რომ ნებისმიერი დამნაშავე, რომელიც გამაგრდება შენობაში, გააკეთებს მხარდამჭერების მობილიზებას, წინააღმდეგობას გაუწევს პოლიციას და, თუკი არსებობს რისკები, კანონიერი ღონისძიება არ უნდა აღსრულდეს?! ეს იყო სახელმწიფოს უსუსურად წარმოჩენის მცდელობა. სახელმწიფო ვალდებულია, ყველა შემთხვევაში აღასრულოს სამართალი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „იმედი LIVE"-ს ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)