14:05 - 26 Jul, 2026
|
2023-09-07 16:32:01, 723 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - ევროკავშირი მტკიცედ არის მოწოდებული, საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე მხარი დაუჭიროს
ევროკავშირი მტკიცედ არის მოწოდებული, საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე მხარი დაუჭიროს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ არსებული ისტორიული მომენტი უნდა გამოიყენოს. „ქართველი ხალხი იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს და მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირი მტკიცედ არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს ისტორიული მომენტი“, - წერს სოციალურ ქსელში ჯოზეფ ბორელი და გამოცემა Civil.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუს აზიარებს. ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)