|
2023-09-06 19:23:34, 783 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - მთავარი ამოცანა „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის დამარცხებაა, არ ვაპირებთ ოპოზიციურ ჩხუბში მონაწილეობას
კატეგორიულად არ ვაპირებთ, ოპოზიციურ ჩხუბში და რაღაცის მტკიცებაში მონაწილეობას. ჩვენი მთავარი ამოცანა, არის "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმის დამარცხება, - ამის შესახებ ახლად ჩამოყალიბებული "ნორმალური არჩევანის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. როგორც ხოშტარია აღნიშნავს, "დროას" და "გირჩი მეტი თავისუფლების" გაერთიანებას აქვს საერთო ხედვები და სამომავლო გეგმები. "ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა არის დაუშვებელი და ასე ვიყავით ჩვენ აქამდე. შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საარჩევნო გაერთიანება გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ ამ წელიწადს ამ ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისთვის. კატეგორიულად არ ვაპირებთ, ოპოზიციურ ჩხუბში და რაღაცის მტკიცებაში მონაწილეობას. ჩვენი მთავარი ამოცანა, არის "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმის დამარცხება. კამათი, შეჯიბრი, ჩხუბი და შენი თავის გამოკვეთა სხვის ხარჯზე, ამას არ ვაპირებთ, არავისთან. არც გახარიასთან, არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" და არავისთან სხვასთან'', - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, "ნორმალური არჩევანი", დღეს "დროასა" და "გირჩი მეტი თავისუფლების" გაერთიანებით შეიქმნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)