14:05 - 26 Jul, 2026
|
2023-09-05 17:43:50, 934 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთი - ინალ არძინბას, სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს "პრესსამსახური" ინალ არძინბას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყების განცხადებას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. "აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას, სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ეხო კავკაზა" ავრცელებს. შეგახსენებთ, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომის შესახებ ინფორმაციას აფხაზური საინფორმაციო პლატფორმები, რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასი" და "ინტერფაქსი" ავრცელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)