|
2023-09-05 14:49:40, 714 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე „ოცნებას“ - თქვენ გვიწყობთ სპექტაკლს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის იმპიჩმენტი
თქვენ გვიწყობთ სპექტაკლს, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ძალიან კარგად იცით, რომ ეს სპექტაკლი არაფრის მომტანი არ არის არც საქართველოს მოქალაქეებისთვის და არც აქ, პროცედურულად,- ასე მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ უმრავლესობის წარმომადგენლებს. მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს "აქვს მხოლოდ ერთი შედეგი და ამ შედეგს საქართველოს ევროპული არჩევანის ზიანი ჰქვია". „მაშინ როდესაც ქვეყანაში ყველაფერი არის გაძვირებული, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან იმის გამო, რომ არჩინონ საკუთარი შვილები, თქვენ გვიწყობთ სპექტაკლს, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ძალიან კარგად იცით, რომ ეს სპექტაკლი არაფრის მომტანი არ არის არც საქართველოს მოქალაქეებისთვის და არც აქ, პროცედურულად. ძალიან კარგად იცით, რომ ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ ერთი შედეგი და ამ შედეგს ჰქვია საქართველოს ევროპული არჩევანის ზიანი. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს იქნება ბოლო წელი თქვენთვის, როდესაც თქვენ პასუხისმგებლობის აღება ამ ყველაფერზე არ მოგიწევთ",- განაცხადა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)