|
2023-09-05 11:15:58, 727 ნახვა
პოლიტიკა
ფრიდი - მოსაზრება, რომ დასავლეთს რაღაცნაირად სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს, არის სრული სისულელე
მოსაზრება, რომ დასავლეთს რაღაცნაირად სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს, არის სრული სისულელე,- ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყველა, ვინც თვალს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე ომს, ხვდება, რომ საქართველო საკმაოდ მოწყვლად ვითარებაში იმყოფება და არავის უნდა, რომ საქართველომ საკუთარი თავი რისკის ქვეშ დააყენოს. "ყველა, ვინც აშშ-სა და ევროპაში თვალს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე ომს, ხვდება, რომ საქართველო საკმაოდ მოწყვლად ვითარებაში იმყოფება და არავის უნდა, რომ საქართველომ საკუთარი თავი რისკის ქვეშ დააყენოს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოს არ ენდომება, იყოს უკრაინისთვის იარაღის მსხვილი მიმწოდებელი. ყველას ესმის ეს. შესაბამისად, მოსაზრება, რომ დასავლეთს რაღაცნაირად სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს, არის სრული სისულელე. პირდაპირ არასწორია. ყველა, ვინც საქართველოს თვალს ადევნებს, ასევე ესმის მისი მოწყვლადობის საკითხი. საქართველოს უსაფრთხოებას გაზრდის მისი დემოკრატიისა და ინსტიტუტების გაძლიერება",- განაცხადა ფრიდმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)