15:39 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 18:19:41, 803 ნახვა

პოლიტიკა
კარპენტერი - ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ სადავეები საკუთარ ხელში უნდა აიღოს

ოქტომბერში გამოქვეყნებული იქნება ანგარიში და წლის წლის ბოლოს ევროკომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ეუთოში, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველებმა 2008 წელს გადაიხადეს დიდი საფასური და იმსახურებენ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რადგან "ისინი ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად ევროპელები არიან".

"ოქტომბერში გამოქვეყნებული იქნება ანგარიში და წლის წლის ბოლოს ევროკომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა. მომენტი, როდესაც წესით მთავრობა უნდა აორმაგებდეს ძალისხმევას და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ამ შესაძლებლობის ფანჯრით ისარგებლოს. ევროკავშირი ნათლად აცხადებს, რა არის საჭირო - მედიაპლურალიზმი, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია. ეს არის კრიტიკული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას. ქართველებმა 2008 წელს გადაიხადეს დიდი საფასური და ისინი იმსახურებენ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რადგან ისინი ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად ევროპელები არიან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ სადავეები საქართველომ საკუთარ ხელში უნდა აიღოს", - განაცხადა კარპენტერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics