|
2023-09-03 12:36:27, 922 ნახვა
პოლიტიკა
ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებს 15-მდე ადამიანი აქციის დაწყებამდე დაესხა თავს. როგორც პარტიაში ამბობენ, დავით მჟავანაძეს თავს პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის დაჯგუფება დაესხა. "დაგვახვედრა ჩიგოგიძემ საკუთარი სამეგობრო, კრიმინალები. ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ და არ მოგვცეს იმის საშუალება, რომ საინფორმაციო ფლაერები დაგვერიგებინა. ეს არის "ქართული ოცნების" სახე და ეს არის "ქართული ოცნების" მიდგომა იმაზე, თუ როგორ უნდა გადაჭრან პრობლემა. თუ რაღაცა არ მოსწონთ, მაინც გააკეთებენ, მაგრამ შეუძლიათ, რომ ფიზიკურად დაგიპირისპირდნენ," - ამბობს ენმ-ს წევრი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)