|
2023-08-31 17:44:10, 1147 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე - ეკონომიკური ზრდის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება და მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება
გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია - მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.2 % შეადგინა, ხოლო ივლისის ეკონომიკური ზრდა 5.5 % ით განისაზღვრა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, იზრდება საქართველოს მდგრადობა საგარეო შოკების მიმართ, რაც მთავრობის გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისის თვეში ეკონომიკური ზრდის ხელშემყწობი რამდენიმე სექტორი გამოიკვეთა, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, მშენებლობის, განათლების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. აღსანიშნავია, იანვარ-ივლისში ექსპორტის ზრდის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციაც - ის 15.9%-ით გაიზარდა და მოცულობამ 3,583.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. „მთლიანობაში მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საინვესტიციო საქმიანობის ზრდა, ასევე საქონლით ვაჭრობის და ტურიზმის სფეროში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები", - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება და მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)