14:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-31 12:03:47, 725 ნახვა

საზოგადოება
მერია- დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდის მოწყობა გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 1-ელ, 3, 4 და 21 სექტემბერს, 05:00-დან 08:00 საათამდე, „თბილისი მოლიდან“ თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო  მოძრაობა შეიზღუდება.

„შეზღუდვის პერიოდში, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის,  გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდის (ე.წ. ზაჰესის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics