|
2023-08-30 19:34:23, 850 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია მთავრობას - პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ
პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, - ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტების დაბლოკვას. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, მიუხედავად მთავრობის უარისა პრეზიდენტმა ვიზიტებზე უარი არ უნდა თქვას. "ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არა უშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე. პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა", - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას მოთხოვნილ ვიზიტებზე უარი უთხრეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. 31 აგვისტოს ის ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)